რატომ მივდივარ არჩევნებზე (შორი გზიდან)

უკვე წლებია, მთელი ოჯახი ერთად დავდივართ არჩევნებზე და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ოჯახური ტრადიციაა. ამიტომ ძალიან გაბრაზებული ვარ იმით, რომ არჩევნები სამუშაო კვირის დღეს ტარდება, სწორედ მაშინ, როდესაც ამსტერდამში მიწევს ყოფნა, ჩვენი პარტნიორების გლობალურ შეხვედრაზე, რომელიც ყოველ წელიწადს იმართება და ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების, ერთმანეთისთვის ანგარიშის ჩაბარების და ახალი იდეების შექმნისთვის. მაგრამ არჩევნებზე მისვლა უფრო მნიშვნელოვანი საქმეა ჩემთვის. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვარ მთელი წელი გაუთავებელი მოგზაურობით, არჩევნების დღეს თბილისში ერთი დღით მაინც ჩამოვალ, ოჯახთან ერთად არჩევნებზე მივალ და მერე ისევ დავბრუნდები უკან.

სულ არ მგონია ცარიელი საუბარი ის, რომ ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია. ამაზე ვლაპარაკობ და ამ საქმეს ვაკეთებ აგერ უკვე ბევრი წელია. ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ითვლება, არამედ იმიტომაც, რომ არჩევნებზე წასვლა ჩემთვის სამოქალაქო რიტუალია. არჩევნებზე მისვლა იმ დემოკრატიული ტრადიციის ნაწილია, რომლის განმტკიცება და გაძლიერებაც ძალიან გვჭირდება. დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის გარეშე, ნაკლებად უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ნამდვილად თავისუფალ სახელმწიფოს შევქმნით. არც იმით უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ მალე მოვა დრო, როდესაც ჩვენთვის სრულიად მოსაწონი, იდეალური პოლიტიკოსები გამოჩნდებიან, რომლებსაც სიამოვნებით მივცემთ ხმას. არა, ასე არ იქნება, რადგან ნებისმიერი არჩევანი, მათ შორის პოლიტიკაში არის ჩვენი პირადი და სამწუხაროდ, შედარებითი არჩევანი, თუ ვინ ვის და რა რას სჯობს.

ჰოდა, ძალიან გთხოვთ, თქვენც ნუ დაიზარებთ თბილი საბნებიდან გამოძრომას და საარჩევნო უბანზე მისვლას. წუწუნსაც მორჩით იმის თაობაზე, თუ როგორ დაგღალეს პოლიტიკამ და პოლიტიკოსებმა და რომ არაფრით არ გამოჩნდა თქვენთვის მოსაწონი პოლიტიკოსი. პატარა აღარა ვართ ეს ქვეყანა, დროა გავიზარდოთ. შევხვდებით არჩევნებზე.

One thought on “რატომ მივდივარ არჩევნებზე (შორი გზიდან)

  1. როგორც თქვენ თქვით ბევრს მოგზაურობთ, საინტერესო იქნება გაგვიზიაროთ როგორია სხვა ქვეყნებში წინასაარჩევნო აგიტაცია:) სხვგანაც ასე შეუნიღბავად ცდილობენ ხალხის მოსყიდვას?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s