- 09:00 საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობა და საქართველოს მთავრობა ერთობლივი ცერემონიით მიაგებს პატივს აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნას.
- 10:00 საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის – „საქართველო-რუსეთის ომი 10 წლის შემდეგ: გაკვეთილები ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“ – გახსნა, რომელშიც სხვებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერები და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
- 11:00 საქართველოს პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივი კონფერენცია: „საქართველოს თავდაცვის სტრატეგია: ხედვა 10 წლის შემდეგ.“ კონფერენციის მიზანია აგვისტოს ომის სამხედრო გაკვეთილების შეფასება და იმ ღონისძიებების განხილვა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
- 12:00 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: NATO-საქართველოს ერთობლივი ფორუმის გახსნა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების შესახებ.
- 13:00 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული გამოცემის, „აგვისტოს გმირების“ პრეზენტაცია.
- 14:00 საქართველოს პარლამენტის გამოცემის – „ეთნიკური წმენდა საქართველოში: რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა 2008 წლის შემდგომ“ – პრეზენტაცია.
- 15:00 საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატების ერთობლივი განცხადება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის, სამშვიდობო ხელშეკრულების შეუსრულებლობის, მშვიდობიანი მოქალაქეების რეგულარული გატაცებისა და ეთნიკური წმენდის მიუღებლობის შესახებ.
- 16:00 საქართველოს განათლების სამინისტრო: საქართველო-რუსეთის ომის შესწავლის სამეცნიერო გრანტების ახალი პროგრამის წარდგენა.
- 17:00 საქართველოს 10 უმსხვილესი კომპანიის ერთობლივი ინიციატივის პრეზენტაცია, რომელიც ომით დაზარალებული ოჯახების შვილების მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლების პროგრამებს დააფინანსებს.
- 18:00 საქართველოს საპატრიარქოს განცხადება “საქართველოს ოკუპაციის მიუღებლობისა და ეთნიკური წმენდის დაუშვებლობის შესახებ.”
- 19:00 საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი განცხადება და ბრიფინგი აგვისტოს ომის საკითხებზე.
- 20:00 „არა ოკუპაციას!“ ოკუპაციის წინააღმდეგ და აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთა მხარდასაჭერად მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი თავისუფლების მოედანზე (თბილისი) და ერას მოედანზე (ბათუმი).
- 23:00: ცერემონიული ზალპი რუსეთის საქართველოში მასიური ინტერვენციის დაწყების სიმბოლოდ.