უსქესო ქართული ენა

დღეს პარლამენტის პლენარულმა სესიამ მხარი არ დაუჭირა ე.წ. „გენდერული კვოტირების“ იდეას. ორი დღის წინ იმ სხდომას დავესწარი, რომელიც სწორედ ამ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ისმენდა მისი ინიციატორებისგან. ბუნებრივია, რომ ყოველ საკანონმდებლო ინიციატივას ჰყავს როგორც მომხრეები, ასე მოწინააღმდეგეები და არსებობს ხოლმე წონიანი არგუმენტები ორივე მხარეს. თუმცა, როგორც ნებისმიერ სხვა საქმეში, პოლიტიკაშიც მნიშვნელოვანია რის გამო გაიმარჯვებს ან დამარცხდება ესა თუ ის საკანონმდებლო ინიციატივა. ამიტომაც, ალბათ საინტერესოა თუ კონკრეტულად რა არგუმენტებს ასახელებდნენ ამ ინიციატივის მოწინააღმდეგეები. ეს არგუმენტები მე სრულიად მოკლებული მეჩვენება ლოგიკასა და რაციონალურ აზრს და ხშირ შემთხვევაში – ელემენტარულ ცოდნას იმის შესახებ, თუ რა არის პოლიტიკის მიზანი და არსი.

კვოტების წინააღმდეგ, შესაძლოა, არსებობდეს შედარებით უფრო წონიანი (მსოფლმხედველობითი ან თუნდაც პოლიტიკური/policy) არგუმენტები, რომელთაგან უმრავლესობას მე არ ვიზიარებ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე ისინი იმ სხდომაზე არ მომისმენია. შეკითხვები კი, რომლებიც ინიციატივის წარმდგენის მიმართ იყო დასმული, იყო კითხვები, რომლებზეც წესით პარლამენტარებს საკუთარი პასუხები უნდა ჰქონდეთ.

ქვემოთ ის 10 არგუმენტი, რისი ჩანიშვნაც მოვასწარი და გადმოცემაც მოვახერხე (რადგან ზოგჯერ ეს შეუძლებელია). აი, ასეთი მოსაზრებების გამო ჩავარდა ეს ამბავი:

  1. „სანამ იქნებოდა ლეკვი ლომისა სწორია,“ მანამდე იყო „ოდეს ყოფილს არს, დედათა და მამათა ერთად ეჭამოთ პური?“ ამას ვფიქრობ, დამატებით განმარტება სჭირდება და ჩემი „წაკითხვით“ მისი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა მივენდოთ ბუნებრივ დინებას.
  2. „ახლა რომ გენდერულ კვოტებზეა საუბარი, შესაძლებელია მერე სხვა კვოტებიც დაგვიწესდეს?“
  3. „კიდევ რაზე დავაწესოთ კვოტები, მაგალითად წვეროსნებზე?“
  4. „როდემდე გვექნება კვოტა?“
  5. „წინასწარ დაჯავშნილი“ ადგილები შეურაცხმყოფელია.“
  6. „ქალებს არ უნდა სჭირდებოდეთ კვოტები.“
  7. „ხელოვნური ზომები მიუღებელია.“
  8. „ეს არ არის მნიშვნელოვანი საკითხი.“
  9. „თუკი ბევრ იმ ქვეყანაში, სადაც კვოტებია, მაგრამ ქალთა წარმომადგენლობა 40 პროცენტს ვერ ასცდა, ესე იგი კვოტები არ მუშაობს.“
  10. „ქართულ ენას არ აქვს სქესი. ამიტომ არც კვოტები გვჭირდება.“

No comment, როგორც იტყვიან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s