ბრიუსელი 10 : 0 მოსკოვი

29 ნოემბერს საქართველომ ევროკავშირთან ისტორიული შეთანხმების პარაფირება მოახდინა. რუსეთი ცდილობს და სამწუხაროდ, ზოგჯერ წარმატებით ახერხებს იმ ქვეყნების დამორჩილებას, რომელთაც შეეძლოთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა (უკრაინა) ან პარაფირება (სომხეთი). გარდა ზოგადი შედეგებისა, რასაც ევროკავშირთან ასოცირება და ინტეგრირება მოიტანს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რატომ სჯობს ევროკავშირთან სავაჭრო და პოლიტიკური ასოცირება რუსეთთან ასოცირებას ყოფითი თვალსაზრისით, სხვა სიტყვებით, რითი სჯობს ბრიუსელი მოსკოვს.

  1. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა (ქალებში):  რუსეთში 71 წელია, ევროკავშირში კი 83. თუ თვლით, რომ სიცოცხლის 12 წელი არაფერს ნიშნავს, შეგიძლიათ ევრაზიულ კავშირში შესვლაზე იფიქროთ, რადგან იქ სიცოცხლის ხანგრძლივობა ჯერ კიდევ მხოლოდ სტატისტიკაა.
  2. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე რუსეთში 14,037 აშშ დოლარია, ევროკავშირში კი 32,676. თუ მიგაჩნიათ, რომ 18,639 დოლარით გაღარიბება გირჩევნიათ, დარეკეთ საბაჟო კავშირის სამდივნოში;
  3. რუსეთში ორჯერ  მეტია ბავშვთა და მოზარდთა სიკვდილიანობა, ვიდრე ევროკავშირში;
  4. ჯანდაცვის დანახარჯები რუსეთში წელიწადში 806 აშშ დოლარია ერთ სულ მოსახლეზე, ევროკავშირში კი ოთხჯერ მეტი. ეს მაშინ, როდესაც რუსეთში 143,600,000 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ევროკავშირში – 503.000.000.
  5. სასოფლო-სამეურნეო მიწის საშუალო მოსავლიანობა რუსეთში 7,4 პროცენტია, ევროკავშირში კი 25.6. თუ ფიქრობთ იმდენი მიწა გვაქვს რომ 7,4%-იც გვეყოფა, მაშინ შეგვიძლია ოკუპაციაზე ნაკლებად ვიდარდოთ;
  6. მსოფლიოს ყველაზე სტაბილური რეგიონი ევროკავშირია, ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური კი საბაჟო კავშირის ზონა. თუ ფიქრობთ რომ ცხოვრება უაზროა თავგადასავლების გარეშე, იცხოვრეთ მახაჩკალაში;
  7. ევროკავშირის ექსპორტში მაღალი ტექნოლოგიების წილი 15,5%; რუსეთის კი 8%. თუ ეს განსხვავება თქვენთვის მცირეა, იცოდეთ, რომ ამ ექსპორტში იარაღიც შედის და Nokia-ც;
  8. რუსეთში 12.2 მეტრული ტონა CO2 გამონაბოლქვი მოდის ერთ ადამიანზე; ევროკავშირში ორჯერ ნაკლები. თუ ფიქრობთ რომ ეს არაფერს ნიშნავს, მოძებნეთ სტატისტიკა სიმსივნური დაავადებების შესახებ;
  9. მოგზაურობა კარგია. რუსეთიდან წელიწადში საზღვარგარეთ 636,000 რეისი მიფრინავს. ამაში ითვლება რეისები მოსკოვი-მინსკი და მოსკოვი-ასტანა. ევროკავშირიდან კი წელიწადში 5,453,000 საერთაშორისო ფრენაა და ამაში არ ითვლება რეისები ლონდონი-პარიზი და ბარსელონა-რომი;
  10. ევროკავშირში ეს პრობლემა აღარ არსებობს, მაგრამ რუსეთის ქალაქების მოსახლეობის 26%-ს არ აქვს კანალიზაცია.  ისინი პირდაპირი გაგებით… (კანალიზაციის გარეშე) ცხოვრობენ. თუ თვლით, რომ ეს მნიშვნელოვანი არაა, ღრმად ჩაისუნთქეთ და ხმა მიეცით რუსეთთან ღრმა და ყოვლისმომცველ ინტეგრაციას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s